ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ალექსანდერ სორლოთის დამატებასთან ახლოსაა.
ფაბრიციო რომანოსა და ნიკოლო სკირას ცნობით, ნორვეგიელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. ამჟამად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, რომელიც კარგად მიმდინარეობს.
თუ კლუბები შეთანხმდებიან, სორლოთი „იუვენტუსთან“ 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. მან „იუვეში“ დუშან ვლაჰოვიჩი უნდა შეცვალოს, რომელიც კლუბს უფასოდ დატოვებს.
„იუვენტუსმა“ შეიძლება გარიგებაში ნიკო გონსალესი ჩართოს, რომელმაც გასული სეზონი „ატლეტიკოში“ იჯარით გაატარა.
ალექსანდერ სორლოთმა „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან 107 მატჩში 44 გოლი გაიტანა, მანამდე „ვილიარეალში“, „სოსიედადში“, „ლაიფციგში“, „ტრაბზონსპორში“, „გენტში“, „კრისტალ პალასში“, „მიდტიულანდში“, „გრონინგენში“, „ბოდო გლიმტსა“ და „როსენბორგში“ უთამაშია. ნორვეგიის ნაკრებში მის აქტივში 70 შეხვედრაში 26 გოლია.





