„პარი სენ-ჟერმენი“ პორტუგალიელი ნახევარმცველების, ჟოაო ნევეშის და ვიტინიას გაყიდვას არ აპირებს.
ბოლო დღეებში ორივე ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ დაუკავშირეს, მაგრამ ისინი არ იყიდებიან. პსჟ-სთვის პორტუგალიელი ნახევარმცველები ხელშეუხებლები არიან და პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
ვიტინია „პარი სენ-ჟერმენში“ 2022 წლიდან თამაშობს და 203 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჟოაო ნევეშმა 2024 წლიდან 97 შეხვედრაში თავი 14 გოლით გამოიჩინა.





