არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ამჟამად 100%-ით მზად არ არიან. თუმცა, ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ:
„ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც 100%-ით ფორმაში არ არიან და სწორედ ამიტომ გვაქვს კიდევ ერთი მატჩი და დასკვნებს შემდეგში გამოვიტანთ. სამშაბათამდე არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, სანამ არ გავიგებთ, სხვები როგორ არიან“, - თქვა სკალონიმ.







