ფეხბურთი

18:45 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა კარიერა პორტუგალიაში გააგრძელოს

ლისაბონის „ბენფიკას“ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის შეძენა სურს და ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყო.

როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი ლუიშ პინტო კოელიო სოციალურ ქსელში წერს, „ბენფიკას“ ტრანსფერის თაობაზე „სენტ ეტიეთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ქართველი ფეხბურთელი „ბენფიკას“ გარდა, არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს, პორტუგალიური კლუბი ყველაზე სწრაფად მოქმედებს და შეიძლება ტრანფერი დააჩქაროს.

ზურიკო დავითაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე 33 მატჩში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „სენტ ეტიენმა“ ლიგა 1-ში გადასვლა ვერ მოახერხა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დავითაშვილი გუნდს დატოვებს. ფრანგული მედიის ცნობით, კლუბი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს და რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085909