გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა „უოტფორდმა“ მიმდინარე ზაფხულში გაყიდოს. როგორც გამოცემა The72 იტყობინება, ინგლისური გუნდისთვის უმჯობესი იქნება, თუ ქართველ შემტევს შეელავა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ სეზონში ჩაკვეტაძე საკუთარი თავის აჩრდილი იყო და კლუბმა აუცილებლად უნდა იფიქროს მის გაყიდვაზე, რადგან ეს „უოტფორდს“ ფინანსურ მოგებას მოუტანს. მისი ფასი ახლა ორმაგია, ვიდრე ინგლისელებმა მის შესაძენად გადაიხადეს. წყაროს თანახმად, ჩაკვეტაძის დიდი ნაკლია, რომ შეტევაში შედეგიანი არ არის. სხვა დეტალები უცნობია.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წელს გადავიდა, დღემდე ამ გუნდის მაისურით 107 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.





