პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს.
„მილანის“ შემტევი ჩილეს ნაკრებთან მატჩში გააძევეს, რადგან მეტოქეს, ივან რომანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფიფას 69-ე მუხლის თანახმად, სპარინგში წითელი ბარათის შემთხვევაში, დისკვალიფიკაციას ფეხბურთელი მომდევნო მატჩში იხდის, რომელიც „პორტუგალიას“ 10 ივნისს, ნიგერიასთან აქვს - ისევ ამხანაგური სტატუსის.
თუმცა, საქმე უფრო რთულადაა, რადგან ლეაომ წითელი ბარათი ძალადობრივი ქცევის გამო მიიღო, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რამაც შეიძლება დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობა გაზარდოს. თუ ასე მოხდა, ლეაო კონგო დრ-სთან სადებიუტო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
„რაც შეეხება ჩემს გაძევებას, უბრალოდ მინდოდა, ჩემი თანაგუნდელი დამეცვა, არასდროს მქონია მეტოქისთვის ზიანის მიყენების განზარხვა“, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ლეაომ.
თუმცა, პრეცედენტების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფიფამ ფეხბურთელი ერთ მატჩზე მეტით დასაჯოს, თუ ქცევა არ არის დისკრიმინაციული ან მსაჯის მიმართ აგრესიული. საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფას სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.







