ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველი ვესლი ფრანკა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა. „რომას“ 22 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ცნობა ოფიცილურად დაადასტურა.
ვესლის ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ უკვე გამოიძახა სხვა ფეხბურთელი, მაგრამ უცნაურია, რომ ის მარჯვენა მცველი არაა - ვესლის ედერსონი შეცვლის, ბერგამოს „ატალანტას“ საყრდენი ნახევარმცველი.
ვესლი ფრანკას ბრაზილიის ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას „რომაში“ კარგი სეზონი ჰქონდა (39 თამაში, 5 გოლი) და „სელესაოს“ პირველ მარჯვენა მცველად მოიაზრებოდა. ახლა ანჩელოტის განკარგულებაში ამ პოზიციაზე მხოლოდ 35 წლის დანილო დარჩა.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰაიტის, მაროკოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.







