ჩოგბურთი

21:55 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევმა კარიერაში პირველად დიდი სლემის ტურნირი მოიგო

ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ჩემპიონია. გერმანელმა ჩოგბურთელმა ფინალში იტალიელი ფლავიო კობოლი ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხა.

ზვერევმა კარგად დაიწყო, პირველი სეტი 6:1 მოიგო, მაგრამ შემდეგ იტალიელმა მოახერხა მობილიზება და 6:4. მესამე სეტი ისევ გერმანელის იყო, ამჯერად მან იმარჯვა 6:4, ხოლო მეოთხე სეტი ყველაზე დაძაბული გამოდგა, რომელიც კობოლიმ ტაიბრეიკზე 7:6 (7:5) მოიგო და ანგარიში ისევ გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში გამოცდილებამ მაინც თავისი გააკეთა და ზვერევმა ადვილად, 6:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ზვერევმა დიდი სლემის ტიტული კარიერაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095669