ფეხბურთი

22:50 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენმა მოედანზე გონება კიდევ ერთხელ დაკარგა

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი თამაშის დროს შეუძლოდ კიდევ ერთხელ გახდა.

34 წლის ნახევარმცველმა დანია-უკრაინის ამხანაგური თამაშის 65-ე წუთზე გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ერიკსენი გონზეა და ამჟამად, თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე დანია-ფინეთის მატჩში გახდა ცუდად, რის შემდგომაც, დეფიბრილატორით თამაშობს, რაც ფეხბურთელის გულს მუშაობაში ეხმარება.

მიუხედავად რისკებისა, ერიკსენმა საფეხბურთო კარიერა გააგრძელა და 5 წლისწინანდელი შემთხვევის შემდეგ, მსგავსი რამ პირველად დაემართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169545