მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ მაიკლ ოლისე არ იყიდება.
ბოლო დღეებში გაჩნდა ცნობა, რომ ოლისეს შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს და მზადაა „ბაიერნს“ 150 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუმცა, „რეკორდმაისტერი“ ფრანგის გაყიდვას არ აპირებს.
„მიკლ ოლისე „ბაიერნის“ ფეხბურთელია გრძელვადიანი კონტრაქტით. ჩვენ არ ვართ კლუბი, რომელიც ყიდის. თუ ფლორენტინო პერესს ოლისესთვის შეთავაზების გამოგზავნა სურს, რაც ჯერ არ მომხდარა, მას შეუძლია თავი აარიდოს პრობლემებს. ის არ იყიდება“, - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, რომ ოლისეს „ბაიერნში“ 107 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „კრისტალ პალასის“ და „რედინგის“ ღირსებას იცავდა.





