კანზას სიტიში, ინგლისის ნაკრების ბაზის მახლობლად სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
უცნობია დამნაშავეთა ვინაობა და სროლის მიზეზიც, მაგრამ პოლიცია საქმის ძიებას შეუდგა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმ ტერიტორიაზე სროლა კვირაში ერთხელ მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა...
ინგლისის ნაკრები ინციდენტის დროს ბაზაზე არ იმყოფებოდა, თომას ტუხელი ჯერ კიდევ ფლორიდაშია და კანზას სიტიში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ დაბანაკდება.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა უცნობია.
კანზას სიტიში ბაზა ინგლისის ნაკრების გარდა, ნიდერლანდების, არგენტინისა და ალჟირის ნაკრებებმა აირჩიეს.







