დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი თამაშის დროს შეუძლოდ კიდევ ერთხელ გახდა.
34 წლის ნახევარმცველმა დანია-უკრაინის ამხანაგური თამაშის 65-ე წუთზე გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი დანიის ნაკრების ექიმმა გააკეთა, მორტენ ბოესენის თქმით, ერიკსენი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"კრისტიან ერიკსენი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მან გონება მხოლოდ მცირე ხნით დაკარგა და გონებაზე მალევე მოვიდა. მოედანიც დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ისე იმუშავა, როგორც საჭირო იყო.
კრისტიანი ახლა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც დამატებითი გამოკვლევები უტარდება, რათა დადგინდეს რამ გამოიწვია მსგავსი ფაქტი. მან პირადად დამაბარა, რომ ფეხბურთელებისთვის მეთქვა, რომ თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ბონესინმა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე დანია-ფინეთის მატჩში გახდა ცუდად, რის შემდგომაც, დეფიბრილატორით თამაშობს, რაც ფეხბურთელის გულს მუშაობაში ეხმარება.







