UFC-ის მსუბუქი დივიზონის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ერთი მილიონი დოლარის ფსონი განათავსა იმაზე, რომ ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას დაამარცხებს.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მებრძოლი ამ ბრძოლაში დამარცხდება ცარუკიანი 5 700 000 დოლარს მოიგებს. ილია თოფურია ბრძოლაში დიდ ფავორიტად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება ჩვენი დროით 15 ივნისს გამთენიისას გაიმართება, აღნიშნული ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე შედგება და ის საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.







