ფეხბურთი

14:00 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები მაროკოს ნაკრებში: ბრაზილიასთან მაზრაუი და ელზალზული ვერ ითამაშებენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პრობლემებია მაროკოს ნაკრებში. როგორც ცნობილი ხდება გუნდის გამორჩეული ფეხბურთელები ნუსაირ მაზრაუი და აბდე ელზალზული ტრავმირებულები არიან და მათი თამაში ბრაზილიის წინააღმდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია.

როგორც ირკვევა მაზრაუის მხრის ნაწილობრივი ამოვარდნა აქვს, რის გამოც მინიმუმ 10-დღით უქმობა მოუწევს, ხოლო ელზალზულის ტრავმა გაცილებით რთულია და შესაძლოა "ბეტისის" ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი სრულად გამოტოვოს.

The Touchline -ის ცნობით, მას მუხლის შიდა (მედიალური) იოგის დაჭიმულობა, ნაწილობრივი დაზიანება დაუდგინდა. ასეთი ტრავმის აღდგენას, კი როგორც წესი, 3-4 კვირა სჭირდება. თუ ეს ვადა დადასტურდა, ელზალზული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას გამოტოვებს და შესაძლოა ტურნირის ჯგუფური ეტაპზე ვერ ითამაშოს. სწორედ ამიტომ მაროკოელი გულშემატკივრები მის ჩანაცვლებას ითხოვენ.

მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C-ჯგუფში, ბრაზილიის, შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებთან ერთად იმყოფება, ხოლო პირველ შეხვედრას 14 ივნის ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092091