ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ დაადასტურა, რომ ლამინ იამალი და ნიკო უილიამსი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზად იქნებიან.
"რა თქმა უნდა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იამალი და უილიამსი ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან, მაგრამ ვიცით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი პირველი მატჩისთვის მზად იქნებიან. მათი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
ლამინ იამალმა დაზიანება 22 აპრილს "სელტა ვიგოსთან" გამართულ მატჩში მიიღო. მან პენალტის შესრულების დროს კუნთი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H-ჯგუფში კაპო-ვერდეს, საუდის არაბეთის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ მატჩს კი, ესპანეთი 15 ივნის გამართავს.







