ფეხბურთი

16:55 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ალექსანდერ სორლოტთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის "ატლეტიკოს" ნორვეგიელი თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოტი კარიერის სერია A-ში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი MatteMoretto იტყობინება, "იუვენტუსმა" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სორლოტი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ტრანსფერის საფასურია, "ატლეტიკო" თავდამსხმელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როცა "იუვენტუსი" თანხის დაახლოებით 30 მილიონ ევრომდე შემცირებას ცდილობს.

ცნობისთვის, სორლოტმა 2025-2026 წლების სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა და თავი 20 გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158229