„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დივოკ ორიგიმ კარიერა დაასრულა. 31 წლის ბელგიელმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა.
ორიგის 2024 წლის შემდეგ ფეხბურთი არც უთამაშია, მაგრამ ამჯერად ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერა დაასრულა.
დივოკ ორიგიმ 2015-2022 წლებში „ლივერპულში“ 175 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა „ლილში“, „ვოლფსბურგში“, „მილანსა“ და „ნოტინგემში“, ბელგიის ნაკრებში კი 2014-2022 წლებში 32 თამაშში თავი 3 გოლით გამოიჩინა.







