ფლორენციის ფიორენტინას მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გროსომ ფლორენციულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. როგორც მან აღნიშნა, დაპირებების მიცემა არ უყვარს, მაგრამ იცის, რამხელა პასუხისმგებლობა იქნება ისეთი პრესტიჟული კლუბის გაწვრთნა, როგორიც „ფიორენტინაა“.
ფაბიო გროსომ კარიერაში „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში, „ბარიში“, „ვერონაში“, „ბრეშაში“, „სიონში“, „ფროზინონეში“, „ლიონსა“ და „სასუოლოში“ იმუშავა. ამ უკანასკნელის რიგებში ის ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა.





