ფეხბურთი

21:15 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ფრანგული „სენტ ეტიენის“ ახალ მწვრთნელად შოტლანდიელი იან კათრო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა ფილიპ მონტანიე შეცვალა, რომელმაც კლუბი მას შემდეგ დატოვა, რაც „მწვანეები“ ლიგა 1-ში ვერ გადავიდნენ. კათრომ „სენტ ეტიენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იან კათრო ბოლო ორი სეზონი პორტუგალიურ „ეშტორილში“ მუშაობდა, სადაც ნოდარ ლმინაძე თამაშობს. ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენს“ თუ არ დატოვებს, მუშაობა სწორედ ახალგაზრდა სპეციალისტთან მოუწევს.

კათრო მანამდე მწვრთნელის თანაშემწედ ისეთ გუნდებში იყო, როგორებიც „ალ-იტიჰადი“, „ტოტენჰემი“, „ვულვზი“, „ჰართსი“, „ნიუკასლი“ და „ვალენსიაა“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086696