ნიდერლანდების ნაკრების მცველი იურიან ტიმბერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტიმბერი საზარდულის ტრავმისგან ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა, რის გამოც რონალდ კუმანის გუნდს გამოაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განაცხადში იყო.
„არსენალის“ მცველის ნაცვლად კუმანმა ნაკრებში „სანდერლენდის“ ფეხბურთელი ლუსტარელ გეერტრუიდა გამოიძახა.
ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებთან გამართავს.







