ფეხბურთი

23:37 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადება ნეიმარის მდგომარეობაზე

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნეიმარის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„ნეიმარს ორშაბათს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტესტებმა აჩვენა მისი მკურნალობის კარგი ევოლუცია - მოსალოდნელი პარამეტრების ფარგლებში. ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამედიცინო კომისიის მიერ დაგეგმილ აღდგენის პროცესს გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში 13 ივნისს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170948