ფეხბურთი

1:16 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი მუნდიალზე ოლისეს ჰეთ-თრიქით მიდის

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი ჩაატარა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები 3:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი მაიკლ ოლისე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქე მეორედ დაამწუხრა. სტუმრებმა 64-ე წუთზე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ 10 წუთში ოლისემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

საფრანგეთი მომდევნო მატჩს უკვე მუნდიალზე ჩაატარებს, როცა 16 ივნისს, სენეგალს შეხვდება.

ნიდერლანდების ნაკრებმა უზბეკეთთან 2:1 მოიგო. ანგარიში კოდი გაკპომ გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უზბეკეთმა იგორ სერგეევის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ფაბიო კანავაროს გუნდი მაინც დამარცხდა - 98-ე წუთზე გაკპომ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მან ორივე გოლი პენალტით გაიტანა.

ნიდერლანდების ნაკრები 14 ივნისს, იაპონიას შეხვდება, ხოლო უზბეკეთი მუნდიალს 18 ივნისს, კოლუმბიასთან მატჩით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09083