ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა „აველინოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ნესტამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „აველინო“ მომდევნო სეზონში სერია B-ში ითამაშებს.
ალესანდრო ნესტა ბოლოს „მონცაში“ მუშაობდა, სხვადასხვა დროს ასევე იყო „მაიამის“, „პერუჯას“, „ფროზინონეს“ და „რეჯანას“ მწვრთნელი.





