ტურინის „იუვენტუსი“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მეკარის, ემილიანო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იტალიური კლუბი „ასტონ ვილასთვის“ წარსადგენ პირველ შეთავაზებას ამზადებს. დიბუს აგენტთან მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს მეკარის მაღალი ხელფასის მიუხედავად. არგენტინელ მეკარეს ინგლისური კლუბის დატოვება სურს.
„იუვენტუსისთვის“ ალისონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ მარტინესი პირველი არჩევანია, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავს - „ტოტენჰემის“ მეკარე გულიელმო ვიკარიო. ერთი პერიოდი „იუვეს“ გიორგი მამარდაშვილიც დაუკავშირეს, თუმცა, ბოლო ხანს ქართველ მეკარეს ტურინულ გრანდს საერთოდ აღარ უკავშირებენ.
ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 256 მატჩში მიიღო მონაწილეობა.





