სხვა

10:20 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანი შესაძლოა UFC-დან გარიცხონ

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი შესაძლოა ორგანიზაციიდან გარიცხონ.

საქმე ის არის, რომ სომეხმა მებრძოლმა ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთი მილიონი დოლარის ფსონი განათავსა იმაზე, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდება. გარდა ამისა ცარუკიანი გეიჯის გამარჯვების შემთხვევაში ფულად საჩუქარსა და მანქანას დაჰპირდა.

ეს ყველაფერი კი, 2022 წლის ოქტომბრის რეგულაციის მიხედვით მებრძოლებს კატეგორიულად ეკრძალებათ და მარეგულირებელ კომისია იძულებულია შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება ჩვენი დროით 15 ივნისს გამთენიისას გაიმართება, აღნიშნული ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე შედგება და ის საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.148071