მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
ნახევარფინალური დაპირისპირების გადამწყვეტ მატჩში "მონაკომ" სტუმრად "ნანტერი" 89:78 დაამარცხა, სერიაში 3:1 გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში მარკოიშვილის გუნდის მეტოქე "პარიზსა" და "შოლეს" შორის გამარჯვებული იქნება. მათ დაპირისპირებაში ანგარიში "პარიზის" სასარგებლოდ 2:1.
"მონაკოს" მხრიდან "ნანტერთან" მატჩში საუკეთესო იყო ელი ოკობო, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე გამორჩეული მატჩი ჰქონდა მეტიუ სტრაზელის, მის აქტივში 21 ქულა იყო.
ცნობისთვის, "მონაკომ" ზედიზედ მესამედ მოახერხა ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მათ 2023-2024 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვებაც შეძლეს, თუმცა გასულ სეზონში ფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდნენ.







