სომალელი საერთაშორისო მსაჯი ომარ არტანი, რომელიც 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე სამუშაოდ იყო დანიშნული, აშშ-ში არ შეუშვეს და ტურნირს გამოეთიშა. არტანი ისტორიაში პირველი სომალელი უნდა გამხდარიყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს განსჯიდა.
ინციდენტი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, სადაც არტანი სტამბოლიდან ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოქმედი ამერიკული ვიზა ჰქონდა, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა (CBP) დამატებითი შემოწმების შემდეგ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იყო „უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხების“ გამო, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ.
FIFA-მ დაადასტურა, რომ არტანი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იმუშავებს და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო გადაწყვეტილებები მასპინძელი ქვეყნის კომპეტენციაა. ორგანიზაციის თქმით, საკითხის მოგვარება მათ შესაძლებლობებს სცდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







