"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუის ენრიკეს მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტი 8 თვის განმავლობაში პსჟ-ს ბაზას თითქმის არ ტოვებდა.
„ლუის ენრიკე 8 თვის განმავლობაში ზედიზედ არ გასულა PSG-ს საწვრთნელი ცენტრიდან. ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა. მისი სამუშაო ტემპი იმდენად ინტენსიური იყო, რომ ერთ მომენტში დავიწყეთ ფიქრი, ხომ არ გაგიჟდა. ამაზე სერიოზულად ვნერვიულობდით. ის ყოველთვის პირველია, ვინც ბაზაზე მოდის და ბოლო, ვინც მიდის. ფეხბურთი მისი ცხოვრებაა. ასეთი ერთგულება იშვიათად მინახავს", - განაცხადა ალ-ხელაიფმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პარიზულმა კლუბა ჯერ გასულ წელს ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო წელს ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება.





