ფეხბურთი

13:46 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა მუნდიალამდე ბოლო სპარინგში პერუს აჯობა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა და ბოლო სპარინგი პერუსთან მოიგო.

„ფურია როხა“ მეორე წუთზე მიკელ ოიარსაბალის გოლით დაწინაურდა, რასაც ზუსტად ნახევარ საათში პედრის მეორე გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში პერუელთა ავტოგოლით ანგარიში 3:0 გახდა, რასაც სამხრეთამერიკელებმა ხაირო ველესის პრესტიჟის გოლით უპასუხეს და 3:1.

მოგეხსენებათ, ესპანეთმა მანამდე ერაყის ნაკრებს ვერ აჯობა და ფრეს დასჯერდა (1:1).

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 15 ივნისს, კაბო ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093906