„ბაიერნის“ ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა განაცხადა, რომ 2024 წლის ზაფხულში ახლოს იყო „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან.
თუმცა, გერმანელი არ ნანობს, რომ საბოლოოდ „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა - უფრო მეტიც, დაარწმუნებულია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო:
„კლუბის მხარდაჭერა არ იყო ის, რასაც ველოდი ან მინდოდა. მქონდა განცდა, რომ „ბაიერნი“ მზად იყო, 2024 წლის ზაფხულში ჩემს გასაშვებად. ეს არ აძლიერებს ფეხბურთელსა და კლუბს შორის კავშირს. ვესაუბრე მაქს ებერლს და მან დაადასტურა, რომ თუ წასვლა მომინდებოდა, ბაზარზე დამაყენებდნენ. 95%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდი. პსჟ იყო კლუბი, რომელმაც ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატა ჩემს მიმართ. ინტერესი, რომელსაც არ ველოდი. ვესაუბრე სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშს და მწვრთნელ ლუის ენრიკეს: მათ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს და მაგრძნობინეს, რომ მათთვის ნამდვილად საჭირო ვიყავი. ფინანსური ასპექტი, სინამდვილეში, წარმოუდგენელი იყო. მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო გადამწყვეტი ფაქტორი. არჩევანის გაკეთება მხოლოდ მე არ მომიწია, არამედ ჩემს ოჯახსაც. არასდროს ვყოფილვარ ისეთი დარწმუნებული, როგორც დღეს. „ბაიერნში“ დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - თქვა კიმიხმა ZDF-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 493 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.





