ფეხბურთი

15:28 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი: "კარგად ვარ, განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე 2021 წელს იყო"

დანიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა უკრაინიას ნაკრებთან მატჩში ცუდად გახდომის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც ის წერს, თავს კარგად გრძნობს და ბევრად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე 2021 წელს, როცა გულის შეტევა პირველად დაემართა:

„მინდა ყველას ვაცნობო, რომ კარგად ვარ და სახლში ვარ ოჯახთან ერთად. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე 2021 წელს იყო. თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი გამოჯანმრთელება უკვე დაწყებულია. ექიმების ექსპერტიზის წყალობით, ჩემმა კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც მოსალოდნელი იყო: დამიცვა, როცა დამჭირდა. ახლა, კონცენტრირებული ვარ გამოჯანმრთელებაზე, ოჯახთან ერთად დროის გატარებაზე, შვებულებაში წასვლასა და შვილებთან ერთად ფეხბურთის თამაშზე“, - დაწერა ერიკსენმა.

შეგახსენებთ, რო კრისტიან ერისკენს გულის შეტევა პირველად ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩში დაემართა, რის შემდგომაც დეფიბრილატორით თამაშობს, მაგრამ 5 წლის შემდეგ უკრაინასთან სპარინგში მოედანზე ისევ უგონოდ დაეცა, რამაც გულშემატკივრებში შიში გააჩინა. მიუხედავად ამისა, ერიკსენს არაფერი უთქვამს, რომ კარიერის დასრულებას განიხილავს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09033