ფეხბურთი

15:00 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონიმ უპასუხა შეკითხვას, ალვარესი ითამაშებს თუ ლაუტარო

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ხულიან ალვარესს და ლაუტარო მარტინესს ერთად თამაში შეუძლიათ.

თუმცა სკალონის ასევე კარგად ესმის ისიც, რომ ბალანსი აუცილებელია და რთული იქნება, რომ ყველა შემტევმა ერთად ითამაშოს:

„ვფიქრობ, მათ ერთად თამაში შეუძლიათ, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ხშირად არ უთამაშიათ, თუმცა შესაძლებელია, რატომაც არა? ეს იგივე პასუხებია, რაც ოთხი წლის წინ იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ბალანსი გუნდში გადამწყვეტია და დღესდღეობით სამი ან ოთხი თავდამსხმელით თამაში არც ისე ადვილია, რადგან, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენს გუნდში არსებულ ფეხბურთელებს შევხედავთ, ზოგიერთი ნახევარმცველივით გამოიყურება, მაგრამ უფრო თავდამსხმელია. ასე რომ, თუ ლეოს დავამატებთ, ადვილი არ იქნება ყველას ერთად თამაშის უზრუნველყოფა. ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ცხადია, გვსურს, რომ ორივე თამაშობდეს, მაგრამ ბალანსი მნიშვნელოვანია“, - თქვა სკალონიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096369