ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძალიან ცუდი ინფრასქტურქტურა და ორგანიზებაა, რის გამოც ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი მუნდიალი იქნება.
„ყველა უჩივის სტადიონებზე, სავარჯიშო ბაზებსა და აეროპორტებში არსებულ ცუდ ინფრასტრუქტურას და ორგანიზებას. ასევე, ფეხბურთელების, ფოტოგრაფების, მსაჯების და მწვრთნელების მიმართ მოპყრობას. ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ცუდი მსოფლიოს ჩემპიონატი“, - თქვა ბიელსამ.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთს, კაბო ვერდესა და ესპანეთს დაუპირისპირდება.







