ფეხბურთი

21:52 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ალვარესზე 150-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, "ატლეტიკო" 500 მილიონს ითხოვს

რამდენიმე დღის წინ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადანონსა, რომ სამშაბათს, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე 150 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებდნენ.

ასეც მოხდა: „სამეფო კლუბმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონის ევროს შეთავაზება გაუგზავნა. ეს „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

"რეალმა" დირექტორთა საბჭოს შემდეგ "ატლეტიკოს" 150 მილიონი ევროს შეთავაზება გაუგზავნა "ატლეტიკოს", კლუბებს შორის კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით და მათ მადლობა გადაგვიხადეს და გამოსასყიდი ფასი მოითხოვეს", - ნათქვამია "რეალის" განცხადებაში, რასაც "ატლეტიკომ" ძალიან ირონიული პრესრელიზით უპასუხა:

"თქვენ ალბათ ეთიკა მადლიერებაში აგერიათ, მაგრამ ეჭვგარეშეა: ჩვენ მადლობას არაფრისთვის გიხდით. არ ვსწავლობთ და არც განვიხილავთ ხულიანის შესახებ რაიმე შეთავაზებას“, - წერია "ატლეტიკოს" საიტზე.

ამრიგად, "რეალმა" „ატლეტიკოსგან“ უარი მიიღო: „როხიბლნაკო“ არგენტინელის გასაშვებად 500 მილიონ ევროს ითხოვს, როგორც მის კონტრაქტშია მითითებული - გამოსასყიდი ფასი. რა თქმა უნდა, 500 მილიონი ევროს გადახდა არარეალურია, თუმცა, არაა გამორიცხული, „რეალმა“ 150 მილიონის შეთავაზება გაზარდოს.

ხულიან ალვარესი „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან თამაშობს და 106 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მანჩესტერ სიტისა“ და „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097962