ფეხბურთი

22:18 | 9.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მოლდოვასთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ივნისის ფანჯარაში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა საკმაოდ ცუდად ითამაშა და მოლდოვას მე-15 წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ პაპუნა ბერუაშვილმა არტიომ დინარის პენალტი მოიგერია. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს მან ვერაფერი მოუხერხა მეორე პენალტს, რომელიც მიჰაი ლუპანმა ზუსტად შეასრულა.

48-ე წუთზე მოლდოვას უპირატესობა ვასილი ლუჩიტამ ორამდე გაზარდა, ხოლო მალევე ლუჩიან რადუმ უპირატესობა გაასამმაგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა: ჯერ გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა თავი, მერე კი რატი გრიგალავამ შეამცირა სხვაობა, თუმცა, ეს მაქსიმუმი იყო - სვანაძის გუნდი 2:3 დამარცხდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მანამდე აშშ-ს 20-წლამდე ნაკრებთან განიცადა მარცხი (0:1), ხოლო შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც ბოლო სამ მატჩს ჩაატარებს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს.

მოლდოვა - საქართველო 3:2 (1:0)

საქართველო: ბერუაშვილი, ბუკია, ნარიმანიძე, ამისულაშვილი (გრიგალავა 60), ტაბატაძე (დეისაძე 46), ჩიქოვანი (ქვარცხავა 89), რობაქიძე (ლორთქიფანიძე 46), დადიანი (გიუნაშვილი 89), ცეცხლაძე (პარკაძე 74), ჯაფარიძე (კოხრეიძე 60), ღურწკაია

გოლები: 1:0 ლუპანი (45, პენ), 2:0 ლუჩიტა (48), 3:0 რადუ (62), 3:1 კოხრეიძე (70), 3:2 გრიგალავა (73)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168603