მადრიდის „რეალმა“ ალვარო არბელოას გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„სამეფო კლუბმა“ არბელოას მადლობა გადაუხადა არა მარტო მთავარ გუნდში, არამედ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობისთვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
ალვარო არბელოა „რეალში“ 12 იანვრიდან მუშაობდა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 18 მატჩი მოიგო, 2-ჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ დამარცხდა.
არბელოას ჟოზე მოურინიო შეცვლის, რომელიც უკვე მადრიდშია და მალე ინფორმაცია ოფიციალური განცხადებითაც უნდა დასტურდეს.





