მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ქალთა ნაკრებმა უქულოდ დაასრულა.
C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის ბოლო ტურში საქართველო საკუთარ მოედანზე საბერძნეთის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.
სტუმრები მესამე წუთზე გეორგია ხალაცოიანის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ სამ წუთში მარინა თეოდორაკმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. თეოდორკმა 22-ე წუთზე გამოასწორა შეცდომა, როცა მეტოქის კარი დალაშქრა და საბერძნეთი დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კალისტი ბრუკშაირმა საბერძნეთის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 63-ე წუთზე საბერძნეთმა კიდევ ერთი ავტოგოლი გაიტანა, ამჯერად ეფთიმია ბრამემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, თუმცა, ეს საქართველოს მაქსიმუმი გამოდგა.
ირის ანტმანის გუნდმა საბერძნეთთან ორივე მატჩი დათმო - 2:3 და 0:3, ისევე, როგორც ფარერებთან - 0:1 და 2:3, შედეგად, 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველო - საბერძნეთი 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 ხალაცოიანი (3), 1:1 თეოდორაკი (6, ა.გ), 1:2 თეოდორაკი (22), 1:3 ბრუკშაირი (60), 2:3 ბრამე (63, ა.გ)





