ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა.
„ბარსამ“ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა და ძალიან ადვილად, 100:67 გაიმარჯვა, შედეგად, სერიაში დაწინაურდა.
მატჩის MVP შენგელია იყო, რომელმაც 18 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
გიორგი შერმადინს ისევ არ უთამაშია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო. სერიის მეორე მატჩი 11 ივნისს, ისევ ბარსელონაში გაიმართება.







