ფეხბურთი

0:20 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" მზადაა მარტინესი "იუვენტუსში" გაუშვას

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ მზადაა ემილიანო მარტინესი გუნდიდან გაუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

„ასტონ ვილამ“ ემილიანო მარტინესის გაყიდვას კარი გაუღო. დიბუ მზადაა „ასტონ ვილა“ დატოვოს და მოლაპარაკებებს აწარმოებს „იუვენტუსთან“, რომლისთვისაც ის მეკარის პოზიციაზე მთავარი სამიზნეა. „ბიიანკონერი“ მარტინესით მარტიდანაა დაინტერესებული. დიბუს ხელფასი ძალიან მაღალია (7 მილიონი ევრო წელიწადში), მაგრამ მომდევნო დღეებში შეხვედრას ელოდებიან შეთანხმების მისაღწევად“, - წერს სკირა სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "იუვენტუსი" მეკარეს შეუთანხმდა სამწლიან კონტრაქტზე, წელიწადში 5 მილიონი ევროს ხელფასის სანაცვლოდ და ახლა "ასტონ ვილასთან" მორიგებაა საჭირო.

„იუვენტუსს“ მანამდე ალისონის დამატება სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელის გაშვებაზე უარი თქვა. დაიწერა გიორგი მამარდაშვილზეც, მაგრამ როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ უფრო გამოცდილ მეკარეს ეძებს.

ემილიანო მარტინესმა „ასტონ ვილას“ მაისურით 2020 წლიდან 256 მატჩი ჩაატარა და ბოლო წლებში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092708