ფეხბურთი

1:39 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" დაადასტურა, რომ მოურინიო "რეალში" წავიდა

ლისაბონის „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალმა“ გადაიხადა ჟოზე მოურინიოს გასათავისუფლებელი კომპენსაციის თანხა - 15 მილიონი ევრო.

პორტუგალიურმა კლუბმა ჟოზეს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ეს ნიშნავს, რომ პორტუგალიელი მადრიდულ გრანდში 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა და თითოჯერ მოაგებინა ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი. მისი პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იგეგმება.

„ბენფიკამ“ მოურინიო უკვე შეცვალა. პორტუგალიური კლუბი მარკო სილვამ ჩაიბარა, რომელმაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094804