მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ისლანდია მარტივად 3:0 დაამარცხა და სკალონეს შეგირდები მუნდიალს კარგ განწყობაზე ხვდებიან.
შეხვედრაში ანარიაში მე-8 წუთზე ვალენტინ ბარკომ გახსნა და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა ტაიმი მისი გოლით მოიგეს. ლიონელ მესი მოედანზე მეორე ტაიმის 70-ე წუთზე შემოვიდა და ორ წუთში პენალტიდან მოახერხა გატანა 2:0. მატჩის საბოლოო ანგარიში ტიაგო ალმადამ დააფიქსირა, რომელმაც დეპოლის პასით ისარგებლა და 86-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიის და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო პირველ მატჩს 17 ივნის ალჟირის წინააღმდეგ ჩაატარებს.







