სომალის დედაქალაქ მოგადიშუში საზეიმო და ემოციური დახვედრა მოუწყვეს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ომარ აბდულქადირ არტანს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში არ შეუშვეს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობა ვერ შეძლო.
ომარ არტანი უნდა გამხდარიყო პირველი სომალელი მსაჯი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე სამუშაოდ იყო შერჩეული და ვიზაც ჰქონდა, მან აშშ-ში შესვლის ნებართვა მაინც ვერ მიიღო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობას ვეღარ შეძლებს.
სომალში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა არტანმა, მან მადლობა გადაუხადა ხალხს ასეთი სითბოსთვის.
„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, ასევე სომალელ ხალხს. მათი მხარდაჭერისთვის გულწრფელად მადლიერი ვარ“, — განაცხადა არტანმა.
სამშობლოში დაბრუნებულ არტანს ასობით მოქალაქე, სპორტის წარმომადგენელი და გულშემატკივარი დახვდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდებიან მას სითბოთი, პატივისცემითა და ეროვნული სიამაყის განცდით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







