2014 წლის ოქტომბერი, გერმანიისთვის, აშკარად წარუმატებელი თვე გამოდგა. მსოფლიოს ჩემპიონებმა ჯერ პოლონეთთან ისტორიაში პირველად წააგეს, შემდეგ კი, საკუთარ კედლებში, ირლანდიასთან ქულები დაკარგეს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს შორის გერმანია შეტევაში ყველაზე მეტად აქტიურობს. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა კარში 77-ჯერ დაარტყეს, გოლი კი მხოლოდ 3-ჯერ გაიტანეს. საპირისპირო სიტუაცია გვაქვს გერმანელთა კარზე მიტანილი იერიშების დროს. შოტლანდიამ, პოლონეთმა და ირლანდიამ, ნოიერის კარის მიმართულებით, სულ 7 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, რომელთაგან 4 საგოლე გამოდგა. მსგავსი სიტუაცია იყო გელზენკირხენში გამართულ შეხვედრაშიც. გერმანელებმა 19-ჯერ დაარტყეს, ირლანდიელებმა – მხოლოდ 3-ჯერ, მაგრამ ორივე კარში თანაბარი რაოდენობის გოლი გავიდა.
“ფელტინს არენაზე” გამართულ მატჩში ანგარიში 71-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ტონი კროოსმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. გერმანიის მოგებას ბევრი აღარაფერი აკლდა, მაგრამ მე-4 დამატებულ წუთზე, ჰენდრიკის გადაცემის შემდეგ, ჯონ ო’შიმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ირლანდია წაუგებელი დატოვა.
გერმანიამ, 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, ოფიციალურ მატჩში ქულები ზედიზედ 2-ჯერ დაკარგა. 9 წლის წინათ, ერთ-ერთი გუნდი, რომელიც გერმანიამ ვერ დაამარცხა, სწორედ ირლანდია იყო. მას შემდეგ, გერმანელებს ოქტომბრის თვეში წაგება არ ჰქონდათ.
ირლანდიის მსგავსად, პირველი ქულები მე-3 ტურში დაკარგა პოლონეთმაც, რომელიც საკუთარ კედლებში შოტლანდიას დაუზავდა. ვარშავაში გამართულ შეხვედრაში, გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში პირველი 3 ქულა მოიპოვა პორტუგალიის ნაკრებმა, რომლისთვისაც დანიაში გამართული შეხვედრა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ფერნანდუ სანტუშის გუნდს კრიშტიანუ რონალდუმ მოაგებინა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, კუარეჟმას ფლანგურ ჩაწოდებას შედეგიანი თავური მოაყოლა.
I ჯგუფში კიდევ ერთი თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სერბეთისა და ალბანეთის დაპირისპირება 42-ე წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი ტრიბუნებზე დაწყებული არეულობაა, რასაც მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა მოჰყვა. საბოლოოდ, არბიტრმა თამაშის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მატჩი დღეს აღარ გაგრძელდებოდა.
F ჯგუფს, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, რომელიც 3 ტურის შემდეგ კვლავ უდანაკარგოა. მაიკლ ო’ნილის შეგირდებმა, მე-3 ტურში, საბერძნეთი გასვლაზე დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძნები კვლავ პირველი მოგების მოლოდინში არიან.
14 ოქტომბერი, საერთო ჯამში, სტუმარი გუნდების გამოკვეთილი უპირატესობით გამოირჩა. ჩატარებული 8 თამაშიდან 6 სტუმრებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.
D ჯგუფი
გერმანია-ირლანდია 1:1 (0:0)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, რიუდიგერი, ბოატენგი, ჰუმელსი, დურმი, გინტერი (პოდოლსკი 46), კროოსი, ბელარაბი (რუდი 86), გიოტცე, დრაქსლერი (კრუზე 70), მიულერი
გოლები: 1:0 კროოსი (71), 1:1 ო’ში (90+4)
გაფრთხილებები: ჰუმელსი 85 – უელენი 41, უილსონი 68
პოლონეთი-შოტლანდია 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 მაცზინსკი (12), 1:1 მელონი (18), 1:2 ნეისმითი (57), 2:2 მილიკი (76)
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი 60, მილა 84 – გრირი 86
| 1. | პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 11:2 | 7 | |
| 2. | ირლანდია | 3 | 2 | 1 | 0 | 10:2 | 7 | |
| 3. | გერმანია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
| 4. | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
| 5. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 4:3 | 3 | |
| 6. | გიბრალტარი | 3 | 0 | 0 | 3 | 0:17 | 0 |
E ჯგუფი
სან მარინო-შვეიცარია 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (10), 0:2 სეფეროვიჩი (24), 0:3 ჯემაილი (30), 0:4 შაქირი (79)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: როდრიგესი 90 (შვეიცარია)
გაფრთხილებები: გასპერონი 61, ბონინი 90 – ჯემაილი 28
| 1. | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:0 | 9 | |
| 2. | სლოვენია | 3 | 2 | 0 | 1 | 3:1 | 6 | |
| 3. | ლიტვა | 3 | 2 | 0 | 1 | 3:2 | 6 | |
| 4. | შვეიცარია | 3 | 1 | 0 | 2 | 4:3 | 3 | |
| 5. | ესტონეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 1:2 | 3 | |
| 6. | სან მარინო | 3 | 0 | 0 | 3 | 0:11 | 0 |
F ჯგუფი
ფარერები-უნგრეთი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 სზალაი (21)
გაფრთხილებები: გრეგერსენი 20, ჰანსონი 32, ბენიამინსენი 56 – გერა 48
ფინეთი-რუმინეთი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 სტანჩუ (54), 0:2 სტანჩუ (83)
საბერძნეთი-ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 უარდი (9), 0:3 ლაფერტი (51)
გაფრთხილებები: სამარასი 33, მანიატისი 59, სამარისი 90 – ლაფერტი 28
| 1. | ჩრდილოეთ ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 6:1 | 9 | |
| 2. | რუმინეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 4:1 | 7 | |
| 3. | უნგრეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
| 4. | ფინეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
| 5. | საბერძნეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 1:4 | 1 | |
| 6. | ფარერები | 3 | 0 | 0 | 3 | 1:6 | 0 |
I ჯგუფი
დანია-პორტუგალია 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 რონალდუ (90+5)
გაფრთხილება: რონალდუ 90+2 (პორტუგალია)
სერბეთი-ალბანეთი (შეწყდა)
| 1. | ალბანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 | |
| 2. | დანია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
| 3. | პორტუგალია | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 | |
| 4. | სერბეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 | |
| 5. | სომხეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 |







