საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით ვიგოს "სელტაა" დაინტერესებული. ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, "სელტას" წარმომადგენლები ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას აქტიურად ადევნებენ თვალს და უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავენ. კლუბში ფიქრობენ, რომ ქოჩორაშვილის უნარები მათ სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება და მოედანზე დიდ განსხვავებას შეიტანს.
გეტყვით, რომ გუშინ პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ დაწერა, რომ ქართველი ნახევარმცველი "სპორტინგის" გეგმებში არ შედის, რის შესახებაც ინფორმირებულია და მიმდინარე ზაფხულს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს, თუ სურს, რომ მომდევნო სეზონი სათადარიგო სკამზე არ გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგში" გასულ ზაფხულს გადავიდა და მის სანაცვოლოდ "ლევანტემ" 5.5 მილიონი მიიღო. ქართველმა პორტუგალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.





