ფეხბურთი

14:00 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე მენდეში: "ჟოაუ ნევეში და ვიტინია პსჟ-ს არ დატოვებენ"

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "პარი სენ-ჟერმენს" არც ჟოაო ნევეში და არც ვიტინია არ დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა გაავრცელა.

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა კატეგორიულად უარყო ორივე ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული სპეკულაციები და აღნიშნა, რომ ისინი პარიზულ კლუბში ბედნიერები არიან.

„ვიტინია და ჟოაუ არასდროს ყოფილან მოლაპარაკებების პროცეში რომელიმე კლუბთან და შესაბამისად არც ვინმე ყოფილა მათთან ახლოს. ისინი პსჟ-ში ხელშეუხებელ ფეხბურთელებად ითვლებიან. ორივე ძალიან ბედნიერია კლუბში და გააგრძელებენ ტიტულების მოგებას“, — განაცხადა მენდეშმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ნევეშის და ვიტინიას შესახებ არაერთი სატრანსფერო სიახლე ვრცელდებოდა და მათ სახელებს ყველაზე მეტად "რეალს" უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162484