ფეხბურთი

14:36 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მარკუს რაშფორდს არ გამოისყიდის

კატალონიის "ბარსელონა" 28 წლის მაკუს რაშფორდს არ გამოისყიდის, ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა გადაწყვიტა არ გაააქტიუროს 30 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც 15 ივნისს იწურება. შედეგად, რაშფორდი ოფიციალურად "მანჩესტერში" დაბრუნდება.

ამ ყველაფერთან ერთად რაშფორდმა მის ყველა სოციალური ქსელის აღწერაში "ბარსელონა" წაშალა.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდმა გასული სეზონი იჯარის წესით "ბარსელონაში" გაატარა, სადაც მან ყველა შეჯიბრში 44 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087696