ფეხბურთი

15:34 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი იქნება

51 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი "მილანის" მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს საათებში იგეგმება გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს კონტრაქტის დეტალები. წინასწარი ცნობებით, "მილანის" ხელმძღვანელობა გლასნერს 2-წლიან კონტრაქტს, დამატებით 1 წლით გაგრძელების შესაძლებლობით სთავაზობს, მისი ხელფასი კი დაახლოებით 3–4 მილიონ ევროს ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის, გლასნერი ბოლოს "კრისტალ პალასს" ავარჯიშებდა, რომელმაც წელს კონფერენს ლიგა მოიგო. იქამდე კი ავსტრიელ მწვრთნელს "აინტრახტში", "ვოლფსბურგში", "ლასკში" და "რიდში" უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087259