საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა საბერძნეთთან მარცხისა (2:3) და შესარჩევი ციკლის უქულოდ დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ამ შეკრების ორივე მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათ შორის მესამე თამაშშიც, რომელიც სტუმრად, ფარერის კუნძულებზე ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვა „უიღბლობაა“.
ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, საკუთარ მოედანზე, ყველამ აჩვენა, რომ ამ გუნდს, პირველ რიგში, ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში ეს ნათლად გამოჩნდა და სწორედ ამით უნდა ვიამაყოთ.
დიახ, ფეხბურთში ყოველთვის შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს ვიხილეთ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც პირველად მიიღო ასეთი შანსი. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის. აქედან გამომდიანრე, იმ იმედით უნდა დაველოდოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის, რომ ამჯერად უფრო მეტად გაგვიმართლებს", - თქვა ანტმანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან ორივე მატჩი დათმო - 2:3 და 0:3, ისევე, როგორც ფარერებთან - 0:1 და 2:3, შედეგად, 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა.





