„მალიორკას“ ფორვარდი ვედათ მურიქი კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
„მალიორკა“ კოსოვოელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ 40% (7 მილიონი ევრო) „ლაციოს“ ერგება, სადაც მურიქი ესპანეთში გადასვლამდე თამაშობდა. ის „ფენერთან“ კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.
ვედათ მურიქიმ გასულ სეზონში ლა ლიგაში 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩა, მაგრამ „მალიორკა“ გავარდნისგან ვერ იხსნა. მან ესპანურ გუნდში მთლიანობაში 155 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა.
მურიქის „ფენერბაჰჩეშიც“ თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2019-2020 წლების სეზონში 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა. თურქეთში ასევე უთამშია „გირესუნსპორში“, „გენჩლებრილიგსა“ და „რიზესპორში“.





