ფეხბურთი

19:10 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კამავინგას 50 მილიონად გაყიდის

მადრიდის „რეალი“ მზადაა ედუარდო კამავინგა გაყიდოს, თუ მინიმუმ 50 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს.

ესპანელი ჟურნალისტის, მიგელ სერანოს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბისთვის“ ხელშეუხებელი არ არის და შეთავაზებებს განიხილავს, მაგრამ მინიმალური მოთხოვნა 50 მილიონი ევროა. სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.

ედუარდო კამავინგა „რეალში“ 2021 წლიდან გამოდის და 223 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „რენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086089